loader

"სუს-ი ალეკო ელისაშვილის ცემას გეგმავს" - რა ინფორმაცია მიაწოდა "ნაციონალებს" უწყების მაღალჩინოსანმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სუს-ი ალეკო ელისაშვილის ცემას გეგმავს" - რა ინფორმაცია მიაწოდა "ნაციონალებს" უწყების მაღალჩინოსანმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სუს-ი ალეკო ელისაშვილის ცემას გეგმავს. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად, გოგაშვილის უწყება ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმავს, რომ ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდეს. აპირებენ, რომ ის სცემონ. ამას, ისევე, როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს, გოგაშვილი გეგმავს. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი. სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცით", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.