loader

დიღმის მასივში მამა და 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიღმის მასივში მამა და 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

დიღმის მასივში მამა-შვილი მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას, ფერაძის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით აღიძრა, რაც პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე აწესებს.