loader

სამეგრელოში ყაჩაღებმა ტაქსის მძღოლი ქვის ჩარტყმით მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამეგრელოში ყაჩაღებმა ტაქსის მძღოლი ქვის ჩარტყმით მოკლეს

სოფელ ნარაზენში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ქვით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეიმედი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ტაქსის მძღოლი სოსო ეხვაია ყაჩაღებმა ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს, სადაც მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს. მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.
თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს. დამნაშავეებმა მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი იქვე მიატოვეს და მიიმალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებმა თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
სოსო ეხვაია ზუგდიდში ცხოვრობდა. ოჯახი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.