loader

როგორ დააკავეს "ვოისის" კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია - კადრები შსს-ს არქივიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დააკავეს "ვოისის" კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია - კადრები შსს-ს არქივიდან

"ვოისის" კონკურსანტ პატიმარს, თეონა ყოლბაიას, მუსიკალური პროექტის მეორე ლაივ-შოუზე საოცარი სიურპრიზი მოუმზადეს - თეონა შოუს შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, თუმცა ნანატრი თავისუფლება მოიპოვა. სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში, სცენაზევე შეატყობინა პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი 26 წლის თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ ყოლბაიას 13 წელი მიესაჯა, ამნისტიის შემდეგ სასჯელის ვადად 4 წელი განესაზღვრა და გათავისუფლებამდე ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი.

გთავაზობთ თეონა ყოლბაიას დაკავების კადრებს, რომელიც შსს-მ გაავრცელა.