loader

როგორ კეთდება საკეისრო კვეთა - სუსტი გულის პატრონებმა არ უყუროთ (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ კეთდება საკეისრო კვეთა - სუსტი გულის პატრონებმა არ უყუროთ (+18)

"ფეისბუკ"-გვერდზე "ჩვენ ექიმები ვართ" საკეისრო კვეთის ვიდეო გამოქვეყნდა წარერით: "საკეისრო კვეთა - ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც დედის მუცლის წინა კედლის და საშვილოსნოს გაკვეთის საშუალებით ხორციელდება საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა.

ექიმები გვირჩევენ: სამედიცინო ჩვენების არარსობობის შემთხვევაში საკეისროს გაკეთება ყოვლად გაუმართლებელია. დედისთვის და ახალშობილისათვის ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს.

ფიზიოლოგიური მშობიარობა 12-სთ-მდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ბავშვი პირველად ავლენს ბრძოლისუნარიანობას და ადაპტირებას გარემოსადმი. დაბადება, დედის საშვილოსნოდან გამოსვლა ბავშვისთვის პირველი დიდი გამოცდაა. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ბავშვი, რომელიც უზრუნველად იმყოფება დედის სხეულში, „იღებს გადაწყვეტილებას“ და მეორე, ნაკლებად კომფორტული გარემოსკენ მოემართება, ვიწრო გზაში ის უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს, ბრძოლას სწავლობს და ბოლოს ამქვეყნად მოვლენით აგვირგვინებს. საკეისრო კვეთის დროს კი უეცრად ერთი გარემოდან მეორეში უწევს გადასვლა. ადრე მიაჩნდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი უფრო მშვიდია, რადგან არ გადაუტანია სამშობიარო სტრესი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი პატარები დაბადების შემდეგ მშვიდები კი არა, პასიურები, მოდუნებულები არიან. ამიტომ უჭირს აქტიური სუნთქვა, წოვა და ტირილი. გარემოს უფრო ძნელად ეგუებიან და აქვთ დაავადებების განვითარებისადმი მომატებული განწყობა.

თუ არ არსებობს საკეირო კვეთის ჩვენება, თუ არც ბავშვის, არც დედის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ოპერაციის გაკეთება მხოლოდ შიშის ან ჭირვეულობის გამო კატეგორიულად არ არის რეკომენდებული".