loader

თუ უნდათ დებატებში მთელი ”ოცნება” დაჯდეს და დაისვან ივანიშვილიც - ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ უნდათ დებატებში მთელი ”ოცნება” დაჯდეს და დაისვან ივანიშვილიც - ალეკო ელისაშვილი

თუ უნდათ მთელი ”ოცნება” დაჯდეს დებატებში და ივანიშვილიც დაისვან, მე არ მეშინია, - ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა ”არჩევანში” გააკეთა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ნაცვლად საქმის სწრაფი გამოძიებისა, პროკურატურა მის წინააღმდეგ ”რაღაცების” შეგროვებას ცდილობს და ამ მიზნით ცესკოდან მისი საბუთები გამოითხოვა.

”რაღაცის გამო ხომ უნდა დამიჭირონ, დიდი ცხვირი რომ მაქვს ამიტომ ხომ არ დამიჭერენ, ერთადერთი ამას მედავებიან”, - განაცხადა ელისაშვილმა და კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს, არიან თუ არა ჩართული დეპუტატები: მანანა კობახიძე და ეკა ბესელია კორუფციაში.