loader

ახალი წლის ღამეს მეტრო და რიყის საბაგირო უფასო იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი წლის ღამეს მეტრო და რიყის საბაგირო უფასო იქნება

ახალ წელს მეტროპოლიტენითა და "რიყე-ნარიყალას" საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მეტრო და საბაგირო გზა გახანგრძლივებული გრაფიკითაც იმუშავებს. "კერძოდ, მეტრო იმუშავებს 2015 წლის 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან 2016 წლის 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე; ასევე, შობას, 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე, მგზავრობა კი უფასო იქნება. მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გადაადგილდნენ რიყის საბაგირო გზითაც 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე", - განაცხადა ნარმანიამ.