loader

მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო-სადღესასწაულო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად ატარებს, 00:00 საათზე კი ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურგია დაიწყო.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს, წირვის შემდეგ კი უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და შობის დღესასწაულს მიულოცავს. ტაძარში მსახურებას მრევლთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება.
7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება.