loader

მთავრობა ამტკიცებს, რომ გაზის მოხმარება გაიზარდა - რას პასუხობს "სოკარი" კალაძის განცხადებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა ამტკიცებს, რომ გაზის მოხმარება გაიზარდა - რას პასუხობს "სოკარი" კალაძის განცხადებას

საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია, - ამის შესახებ "სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაირ მამედოვმა "მაესტროს" განუცხადა. როგორც მამედოვმა აღნიშნა, ამ პროგნოზებს გეგმაში ყოველთვის ითვალისწინებენ, ამიტომ, მოულოდნელი არაფერი არ არის.

"სოკარის" წარმომადგენელს თბილისში ოფიციალური შეხვედრები ხვალ აქვს ჩანიშნული. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.