loader

სასწრაფო დახმარება საგანგებო რეჟიმზე გადადის - მინისტრის შენიშვნები და რეკომენდაციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასწრაფო დახმარება საგანგებო რეჟიმზე გადადის - მინისტრის შენიშვნები და რეკომენდაციები

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის, - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ თათბირზე მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის თათბირს უწყების სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დავით სერგეენკო შეხვედრაზე ინიციატივით გამოვიდა და სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.