loader

რუს მოდელს კავალერმა სასტიკად სცემა - "ტუალეტში შემათრია, კაფელზე დამაგდო, სახეში მუშტებს მირტყამდა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუს მოდელს კავალერმა სასტიკად სცემა - "ტუალეტში შემათრია, კაფელზე დამაგდო, სახეში მუშტებს მირტყამდა..."

მოსკოვში, რესტორან-კარაოკე "როიალ არბატში" ინციდენტი მოხდა, სადაც 31 წლის მოდელი ეკატერინა თავის დაქალებთან ერთად ერთობოდა. გოგონების გაცნობა იქვე მყოფმა ბიჭებმა განიზრახეს. ახალგაზრდები მთელი საღამოს განმავლობაში მანდილოსნებს ყურადღებას არ აკლებდნენ, რის შემდეგაც გოგონები მათ მაგიდასთან გადასხდნენ.

ბიჭები მანდილოსნებს ყვავილების თაიგულებს ჩუქნიდნენ და შემდეგ უკვე ერთ-ერთმა მათგანმა ეკატერინა საცეკვაოდ დაპატიჟა. გოგონა იხსენებს, როგორ უთხრა ახალმა კავალერმა, რომ მასთან ერთად საუზმობა სურდა და ჯიუტად უმეორებდა, რომ წაჰყოლოდა.

ეკატერინა კატეგორიულ უარზე იყო და ბიჭის მეგობრებს სთხოვა, რომ ის გაეყვანათ, ვინაიდან ახალგაზრდა ძალიან ნასვამი იყო და არაადეკვატურად იქცეოდა. ამის გაგონებაზე მამაკაცები მოულოდნელად შეიცვალნენ და გოგონას დაემუქრნენ. ეკატერინა შეეცადა, ტაქსი გამოეძახა, ამ დროს კი ერთ-ერთმა ბიჭმა გოგონას ხელი სტაცა და გასასვლელისკენ წაიყვანა.

"ვერაფერი გავაკეთე, ვინაიდან ის ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო. თავდაპირველად თმებში მწვდა და კორიდორის გავლით ტუალეტში მიმათრევდა. ამ სცენას ბევრი ადამიანი შეესწრო, მაგრამ არცერთი არ დამხმარებია. შემდეგ ტუალეტში შემათრია, კაფელზე დამაგდო, ყვიროდა, რომ არავინ შემოსულიყო შიგნით. რამდენჯერმე სახეში მუშტი დამარტყა, რის შემდეგაც გონება დავკარგე. რომ გავიღვიძე, კბილები ჩამტვრეული მქონდა და წარბი გახეთქილი. შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. სახე მთლიანად სისხლში მქონდა მოსვრილი", - იხსენებს ეკატერინა.

გოგონა გონს მაშინ მოვიდა, როდესაც დაწესებულების ადმინისტრატორები მას თავზე ცივ ყინულებს ადებდნენ. ეკატერინას შეეშინდა, რომ კიდევ ერთხელ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, არ გამოიძახა სასწრაფო და დაურეკა ნათესავს, რომელმაც ის სახლში წაიყვანა. საავადმყოფოში ის მხოლოდ მეორე დღეს მივიდა.