loader

”ისეთ ”გონორზე” იყო, პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდა” - ჩხუბი და დაპირისპირება გარდაბანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ისეთ ”გონორზე” იყო, პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდა” - ჩხუბი და დაპირისპირება გარდაბანში

გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ინციდენტის განსამუხტად ადგილზე მისული იყო პოლიცია. იქ იმყოფებოდნენ ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები: სერგო რატიანი, კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია.

ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა, ჰქონდა იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღიანი პირი პოლიციამ გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, დაზარალდნენ ჟურნალისტებიც.