loader

"პროფილი" ეთერში მაინც გავა - მაია ასათიანის საგანგებო განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პროფილი" ეთერში მაინც გავა - მაია ასათიანის საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პროფილის" შესახებ, რომლის ერთ-ერთი თემა ბავშვთა სუიციდი უნდა ყოფილიყო, ფართო განხილვის საგანი გახდა. ამის თაობაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თხოვნით მიმართა "რუსთავი 2"-ს, არ გაეშვა ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა.

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიამ და გადაცემის ავტორმა მაინც გადაწყვიტეს ეთერში გასვლა. ამის შესახებ მაია ასათიანმა "კურიერში" საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა.

როგორც გადაცემის წამყვანმა ხაზგასმით აღნიშნა, გადაცემა ეძღვნება სუიციდის პრევენციას და გადაცემის მომზადების დროს მისმა გუნდმა არაერთი კონსულტაცია გაიარა სპეციალისტებთან.

ამასთან, მაია ასათიანმა ოპონენტებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ასევე იხილეთ: "პროფილს" შესაძლოა, ეთერში გასვლა აეკრძალოს - პარლამენტარი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს