loader

"აკრძალული პროფილის" მონოლოგი - გადაცემა ეთერში მაინც გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აკრძალული პროფილის" მონოლოგი - გადაცემა ეთერში მაინც გავიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პროფილის" 28 იანვრის გადაცემა, რომელიც ბავშვთა სუიციდს დაეთმო, ეთერში მაინც გავიდა. აღნიშნული გადაცემა ფართო განხილვის საგანი პრომოს გასვლის შემდეგ გახდა. ამის თაობაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თხოვნით მიმართა "რუსთავი 2"-ს, არ გაეშვა ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა.

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიამ და გადაცემის ავტორმა მაინც გადაწყვიტეს ეთერში გასვლა. ამის შესახებ მაია ასათიანმა "კურიერში" საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა.
იხილეთ მაია ასათიანის სპეციალური განცხადება