loader

ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში დასაქმებული 1 000-მდე მაღაროელი გაიფიცა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.

გაფიცულები, აღნიშნული მოთხოვნით, ამ წუთებში საპროტესტო აქციას ძიძიგურის სახელობის მაღაროს შესასვლელთან მართავენ.

მაღაროელებთან ცოტა ხნის წინ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი მივიდა.

ავტორი: გიორგი სულაძე