loader

უაქციზო სიგარეტისა და სომხური კონიაკის რეალიზაცია - საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები პასუხისგებაში მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უაქციზო სიგარეტისა და სომხური კონიაკის რეალიზაცია - საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი "არარატის" და სიგარეტების "მარლბოროს" და "პარლამენტის" რეალიზაცია.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.