loader

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას ბედი გაურკვეველია: ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას ბედი გაურკვეველია: ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას, სამირა ბაირამოვას ახლობლებმა ფონიჭალაში აქცია გამართეს. შემდეგ კი რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს.
გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას და გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, გოგონა, სავარაუდოდ, მარნეულშია წაყვანილი და ამ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას, თუმცა, უშედეგოდ.
სამირა ბაირამოვას ახლობლებმა წუხელ ფონიჭალაში მდებარე პოლიციის შენობაშიც სცადეს შეჭრა. როგორც გატაცებულის დედა, ნაილა გურაბანოვა აცხადებს, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა, ვერ შეძლეს.

ასევე იხილეთ: ხმაური და პოლიციის შენობაში შეჭრის მცდელობა ფონიჭალაში - გატაცებული არასრულწლოვნის ახლობლების პროტესტი