loader

"ბიძას ჩუმად დაურეკა: სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო" - სად არის 17 წლის გატაცებული გოგონა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძას ჩუმად დაურეკა: სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო" - სად არის 17 წლის გატაცებული გოგონა?

ფიზიკური დაპირისპირება ფონიჭალის პოლიციაში: გატაცებული გოგონას ახლობლები შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

17 წლის ფონიჭალელი გოგონას გატაცების საქმე ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ახლობლები სამართალდამცველებისგან ქმედითი ზომების მიღებას ითხოვენ. ამ მიზნით მათ რუსთავი-თბილისის გზაც გადაკეტეს და პოლიციის შენობაში შეჭრა სცადეს.

როგორც გაატაცებული გოგონას ბიძა აცხადებს, 17 წლის სამირა ბაირამოვამ მას დაურეკა და დახმარება ითხოვა.  ახლობლების ინფორმაციით, გოგონა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ასახელებდა. ამის გამო გატაცებული გოგონას ახლობლებმა პოლიციის შენობაში შეჭრა ხელმეორედ სცადეს, რის გამოც პოლიციას მათი ძალის გამოყენებით გამოყვანა მოუწია.

იხილეთ ასევე: რატომ არ დააბრუნეს გატაცებული 17 წლის გოგონა? - ახალი დეტალები

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას ბედი გაურკვეველია: ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს

ხმაური და პოლიციის შენობაში შეჭრის მცდელობა ფონიჭალაში - გატაცებული არასრულწლოვნის ახლობლების პროტესტი