loader

სააკაშვილმა უშიშროების წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა: "მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილმა უშიშროების წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა: "მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!"

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა.
სააკაშვილმა ის დარბაზიდან იმის გამო გააძევა, რომ თავად სამსახურის უფროსმა საბჭოს იმ სხდომის იგნორირება მოახდინა, რომელზეც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა და ბიზნესის წარმომადგენელთა შევიწროების საკითხი განიხილებოდა.

ინტერნეტში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება, რომელშიც ასახულია სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლისადმი, დაუყოვნებლივ დატოვოს სხდომათა დარბაზი, რასაც გუბერნატორი რამდენჯერმე იმეორებს.

"ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ ბოიკოტირებას ახდენთ?! ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! ხელშეუხებელი არავინაა! მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!", - მიმართა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს სააკაშვილმა.