loader

ქართველი კაცები, რომლებმაც ბედნიერება რუს ქალებთან იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი კაცები, რომლებმაც ბედნიერება რუს ქალებთან იპოვეს

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ქართველი მამაკაცები უპირატესობას რუს ქალებს ანიჭებენ. საქართველოში სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ აქტების მონაცემთა მიხედვით, გასულ წლებში დარეგისტრირებული 2000 საერთაშორისო ქორწინებიდან 900 ქართველებსა და რუსებს შორის შედგა. ამ 900-დან 500 შემთხვევაში ქმარი ქართველია, ცოლი კი - რუსი.
რუსების შემდეგ ქართველი მამაკაცები სომხებსა და უკრაინელებს ეტანებიან, ქართველი ქალები კი თურქებსა და ბერძნებზე ქორწინდებიან.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, საქართველოს მკვიდრთა 73%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა ეს მოსაზრება ძალას კარგავს, როდესაც საქმეში სიყვარული ერევა.
შარშან დარეგისტრირებული 1362 საერთაშორისო ქორწინებიდან 50% რუსებსა და ქართველებს შორის გაფორმდა.
Palitratv.ge წარმოგიდენთ ცნობილი რუსი ქალებისა და ქართველი მამაკაცების ცნობილ ოჯახებს.

ავტორები: ეკა მელიქიძე, გიორგი კუსიანი
©PALITRATV.GE