loader

"ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნესთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნესთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი ქართველ მაყურებელს გადაცემა "ვანოს შოუდან" ახსოვს. 36 წლის პიანისტი თითქმის 6 წელი "ვანო ჯავახიშვილის შოუს" მუსიკალური ბენდის წევრი იყო და რამდენიმე თვე ხელმძღვანელობდა კიდეც ბენდს, თამუნა ლეკვეიშვილის ნაცვლად.

2010 წელს გირშელი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში წავიდა. მალევე, 2011 წელს ჯაზ-პიანისტს ძვლის სიმსივნე დაუდგინდა. ქიმიოთერაპიამ შედეგი გამოიღო და რემისია 2 წელიწადს გაგრძელდა. ახლა სიმსივნე სწრაფად ვითარდება ახალგაზრდა მუსიკოსის ორგანიზმში.

View the English version on Georgian Journal: “I still have so much love to give” – Help Georgian musician battle the cancer