loader

ქართველი ტყვეებიდან ერთ-ერთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა - რა გახდა ამის მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ტყვეებიდან ერთ-ერთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა - რა გახდა ამის მიზეზი?

ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულმა მხარემ, აფხაზეთსა და ოსეთთან, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პატიმრები გაცვალა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი ქართულმა მხარემ, ოსეთს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.

თუმცა, გაცვლილი ტყვეებიდან ერთ-ერთმა, საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა, სასჯელი ბოლომდე მოიხადოს, რათა ოკუპირებული კოდორის ხეობაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.