loader

გურიაში ქურდობისთვის 10 პირი დააკავეს - გაძარცვულია სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურიაში ქურდობისთვის 10 პირი დააკავეს - გაძარცვულია სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გურიის რეგიონში მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები და სხვადასხვა ტიპის ობიექტები გაქურდეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.