loader

დღეს შენდობის კვირაა: სამებაში შენდობის წესი შესრულდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს შენდობის კვირაა: სამებაში შენდობის წესი შესრულდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს შენდობის დღე მიულოცა და ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.

როგორც მან საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღეს სამების ტაძარში, 18:00 საათზე შენდობის წესი შესრულდება, ხოლო ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს სვეტიცხოველში, 18:00 საათზე ანდრია კრიტელის კანონი შესრულდება.
დღეს პატრიარქმა გურგულიანების გვარი დალოცა. გარდა ამისა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. კერძოდ, დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით, ასევე, მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა დეკანოზი იოსებ ბუხრიკიძე, მღვდელი ბასილ გუგუსიძე დაჯილდოვდა დეკანოზობითა და ოქროს ჯვრით.