loader

წივილ-კივილი ზუგდიდის ბაზარში - მოვაჭრეები თავის დაწვით იმუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წივილ-კივილი ზუგდიდის ბაზარში - მოვაჭრეები თავის დაწვით იმუქრებიან

ზუგდიდის ბაზარში ხმაურია, სადაც სამართალდამცველები, მერიის ბრძანებულების თანახმად, ბაზრის შესასვლელში არსებული დახლებისა და რკინის კონსტრუქციების დაშლას აპირებენ.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მერიამ ბაზრის ეს ნაწილი იჯარით გადასცა კომპანია "ლონდასტეს", რომელიც ამ ადგილიდან მოქმედი მოვაჭრეების გაყრას გეგმავს და სწორედ ამ მიზნით ხდება 544 კვადრატულ მეტრზე არსებული კონსტრუქციების დაშლა.

ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის კანონიერება-უკანონობის შესახებ მას სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს, თუმცა, პროცესის დასრულებამდე მოვაჭრეების დახლების დაშლა მაინც იგეგმება.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ მიერ დაქირავებული სავაჭრო ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვით იმუქრებიან.

ავტორი: ლევან სულაშვილი