loader

რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი საძინებელში ვინმემ ჩაწერა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი საძინებელში ვინმემ ჩაწერა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის ეთერში არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შორის ცხარე კამათი გაიმართა. გვარამიამ ბესელია მის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობაში დაადანაშაულა მაშინ, როდესაც მისი თქმით, მორალურ ზეწოლას ახორციელებდნენ. თავის მხრივ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებს მისი მეგობრები აკეთებდნენ, რაზეც გვარამიამ უპასუხა: "რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი საძინებელში ვინმემ ჩაწერა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში".