loader

ავარია, რომელსაც გაცვლითი პროგრამით ესპანეთში ჩასული 14 სტუდენტი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია, რომელსაც გაცვლითი პროგრამით ესპანეთში ჩასული 14 სტუდენტი ემსხვერპლა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქალაქ ამპოსტასთან ავტომანქანას შეეჯახა ავტობუსი, რომელსაც 56 ადამიანი ბარსელონაში გადაჰყავდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები.
ამ დროისთვის ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მძღოლის მიერ მართვის დაკარგვაა.