loader

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე "მამულიჩა" ახალ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე "მამულიჩა" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე პროდიუსერი კახა მამულაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მამულიჩა, რომელიც გუშინაც და დღესაც იაშვილის კლინიკაში რამდენჯერმე იმყოფებოდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი არის გონზე მოსული, ხვალ უკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - ვკითხულობთ მამულიჩას პოსტში.

14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გოგონა ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთში გადაეყვანათ, თუმცა, მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება გამოირიცხა. შორენა ბეგაშვილის თინეიჯერ ქალიშვილს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.

ასევე იხილეთ: შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა - ექსკლუზიური კადრები კლინიკიდან

რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა - ექიმის კომენტარი