loader

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ცენტრში ცეცხლი გახსნეს - სათვალთვალო კამერის პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ცენტრში ცეცხლი გახსნეს - სათვალთვალო კამერის პირველი კადრები

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ცენტრში სროლა მოხდა. სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი, დაჭრილია სამართალდამცველი.

თვითმხილველების ცნობით, სროლა იყო ვიზიტორთა ცენტრთან, რის შემდეგაც იქ მყოფი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.

CNN კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მომხდარი სროლის შესახებ დეტალებს ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას წყარომ განუცხადა, ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელში მეტალოდეტექტორის თაღში გასვლისას საგანგაშო სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელს გაჩერება უბრძანეს. საპასუხოდ ბოროტმოქმედმა მათი მიმართულებით სროლა დაიწყო. მისი განეიტრალება საპასუხო ცეცხლის შედეგად მოხდა. თავდამსხმელი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სროლის დროს დაშავდა ერთ-ერთი სამოქალაქო პირი. როგორც "ტვიტერის" მიკრობლოგში კოლუმბიის პოლიციამ განაცხადა, კაპიტოლიუმში მომხდარი სროლა ცალკეული ინციდენტი იყო და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

ამ დროისთვის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრი კვლავ დაკეტილია, თუმცა თეთრი სახლი და სენატი გაიხსნა მხოლოდ თანამშრომლებისთვის.

ასევე იხილეთ: განგაში, პანიკა და ევაკუაცია - რა ხდება ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში სროლის შემდეგ

სროლისას დაშავებულის გადაყვანა და მობილიზებული პოლიცია - რა ხდება ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან