loader

სააკაშვილმა რადაში გამოქვაბულში ჩატარებული მთავრობის სხდომით მოიწონა თავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილმა რადაში გამოქვაბულში ჩატარებული მთავრობის სხდომით მოიწონა თავი

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ილაპარაკა იმის თაობაზე, როგორ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა მისი მოღვაწეობის პერიოდში. "ჩვენ როდესაც ვიწყებდით, საქართველოს შესახებ არავინ არაფერი იცოდა და მათთან, ვინც იცოდნენ, კარგი რეპუტაცია არ გვქონდა. ჩვენ 200 000-მდე ვიზიტორი გვყავდა და ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს სადღაც 4-5 მილიონი ტურისტი იყო უკვე საქართველოში. და როგორ იზრდებოდა ტურიზმი? ჩვენ თვითონ დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა. მე დავიწყე სიარული და ახალი ადგილები გავხსენი. მაგალითად, გავხსენი მთის გამოქვაბული, რომელიც ისედაც არსებობდა, მაგრამ ქვეყანას დავანახე", - ამის შემდეგ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორ ჩაატარა გამოქვაბულში მთავრობის სხდომა და რა გამოხმაურებები მოჰყვა მას.