loader

სკანდალი შალვა რამიშვილის ირგვლივ: რა სახის ზეწოლაში ადანაშაულებენ ტელეწამყვანს ყოფილი თანამშრომლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი შალვა რამიშვილის ირგვლივ: რა სახის ზეწოლაში ადანაშაულებენ ტელეწამყვანს ყოფილი თანამშრომლები

უახლესი| "ტასო ბარნოვას" სკანდალური პრესკონფერენცია - რა უამბო მან ჟურნალისტებს შალვა რამიშვილზე

ცნობილი შოუმენისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის ირგვლივ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მას ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსვლა მოუწია, რაც ხელშეკრულების შეწყვეტამ გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო შალვა რამიშვილი პროკურატურას მიმართავს. "მოამბე" ამ თემას სპეციალურ სიუჟეტს უძღვნის, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტელეწამყვანი ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან მისი და 50-მდე უკვე ყოფილი თანამშრომლის დათხოვნის მიზეზის განმარტებას ითხოვს.

რამიშვილს არხის მენეჯმენტისგან აინტერესებს, გახდა თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ის სავარაუდო ფარული ჩანაწერი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, თითქოს ტელევიზიიდან ასევე დათხოვნილი თანამშრომელი, თათია სამხარაძე ფლობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ცოტა ხნის წინ "შალვა რამიშვილის შოუს" ყოფილი თანამშრომელი ეხმაურება, რომელმაც ტელევიზია საკუთარი სურვილით ჯერ კიდევ რამიშვილის გაშვებამდე დატოვა. მარგო ლუჩკო "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს. მისი განცხადებით, "შალვა რამიშვილის შოუდან" წამოსვლის მიზეზი ხელმძღვანელის მხრიდან "შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება" გახდა.