loader

რა ჯგუფებს ასახელებს გიორგი ფარესიშვილი ფარული კადრების გამავრცელებელთა შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჯგუფებს ასახელებს გიორგი ფარესიშვილი ფარული კადრების გამავრცელებელთა შორის

ჟურნალისტმა გიორგი ფარესიშვილმა "იმედის დროსთან" ფარული ჩანაწერების გამავრცელებელ ჯგუფებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ერთია ვინ იღებდა ადამიანთა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ხოლო მეორე საქმეა, თუ ვინ ავრცელებს მას. ფარესიშვილის ინფორმაციით, არსებობენ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული და ამ ჯგუფებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ. ფარესიშვილი ამ ჯგუფებს ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წრიდან მოიაზრებს.