X
საქართველოს 112-ის ემოციური ვიდეორგოლი, რომელიც ჯერ შეგძრავთ, შემდეგ კი გაგათბობთ
20:51 / 10-04-2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გამარჯვებული მესამედ გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად დეპარტამენტი ავრცელებს.

6 აპრილს, პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს 112 ნომინაციაში - "ინოვაციური სერვისი" სმს და ვიდეო ზარის სერვისით - საუკეთესოდ აღიარეს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. სმს და ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სერვისი უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. 112-ში შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე www.112.ge.

პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა.
საქართველოს 112-მა სმს და ვიდეო ზარის სერვისი 2015 წლიდან დანერგა.

ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს 112-ში დანერგილ ამ საჭირო ინოვაციას ეხება, საქართველოს 122-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს