loader

მოროშკინასაც უნდა მოგება - ახალ, მოდურ გათამაშებაში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოროშკინასაც უნდა მოგება - ახალ, მოდურ გათამაშებაში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ

გათამაშება - "იკითხე და მოიგებ" - "პალიტრა L"-მა წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი მომხიბლავი სიახლე შესთავაზა - აქცია, რომლის ყველა ბილეთი მომგებიანია. ასეთი გათამაშება ჯერ არ ყოფილა, მით უმეტეს - მკითხველისთვის. ანუ იმ შემთხვევაში, თუ "ბიბლუსის" ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ, 20 ლარის (ან მეტი) ღირებულების წიგნებს, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით და შესაძლებლობა გეძლევათ, ბილეთის გადაფხეკით მომენტალურად მოიგოთ წიგნი, რომელსაც ადგილზევე გადმოგცემენ; შემდეგ კი გათამაშების ფინალს დაელოდოთ, რომელიც წიგნის ფესტივალის დახურვაზე გაიმართება და "პალიტრა ნიუსის" ეთერით გადაიცემა.

გათამაშებაში თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებიც მოხვდა. ერთ-ერთი საპრიზო წიგნი ლალი მოროშკინას "გისოსებს მიღმა საქართველოა".

მწერალი "ბიბლუსის" ფილიალს ესტუმრა, ადგილზე გაეცნო გათამაშების პირობებს და თავადაც მოსინჯა ბედი გათამაშებაში.

ავტორები: ანა მარშანია, მიშა ნადირაძე
PALITRATV.GE

ასევე ნახეთ: