loader

მერიის თანამშრომელი ქვეთად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერიის თანამშრომელი ქვეთად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა

ქავთარაძის ქუჩაზე მერიის თანამშრომელი, რომელიც მერიის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ქვეთად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მძღოლი არ მიმალულა, დაშავებულები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.