loader

რატომ უნდოდა სააკაშვილის ბებიას ივანიშვილის ცხოველებთან ერთად ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უნდოდა სააკაშვილის ბებიას ივანიშვილის ცხოველებთან ერთად ცხოვრება

მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან - დედასთან, ბებიასთან, შვილთან და ძაღლთან ერთად "ეხო უკრაინას" სტუმრობდა. სხვა თემებთან ერთად რეპრესიებზეც ისაუბრეს და სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბებიას მის გამო პრობლემები შეექმნა.

"ჩემი პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, მას არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა. შემდეგ კი, როდესაც უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, ხელისუფლებაში მოვიდა "გაზპრომის" კერძო აქციონერი, რომელმაც ჩემზე საქმე აღძრა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ მე 19 მილიარდი დოლარი მქონდა და დაიწყო ამ თანხის ძებნა. მათ აღმოაჩინეს ოთხი კოსტიუმი და ერთი ქაშმირის პალტო, რომელსაც ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ ხოლმე. 90-იან წლებში ბაბუაჩემმა ვაკეში სახლის შენება დაიწყო, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული, თუმცა ეს ბინა ბებიაჩემს დაუყადაღეს და მას ჰყავს ასევე 16 წლის მანქანა, რომელიც ასევე დაუყადაღეს. ასე რომ, ჩემი ქონება ვერ ნახეს, მაგრამ ბებიაჩემს კი დაუყადაღეს 16 წლის მანქანა. არა, ისე მეც, 2 ჰექტარი მიწა და ბინა დამიყადაღეს".

ამის შემდეგ სააკაშვილმა ბებიას სთხოვა, მოეყოლა, თუ რა განაცხადა მან, როდესაც შექმნილი სიტუაციის შესახებ ჰკითხეს. "ჩემთან მოვიდნენ და მეკითხებიან, რას ვაპირებ იმის თაობაზე, რომ წამართვეს ბინა, მანქანა და ყველაფერი, რაც მქონდა. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ დამრჩა, ერთადერთი, რაც დამრჩენია, ის არის, რომ დაე, ამ ოლიგარქმა მეც თან წამიყვანოს თავის ზოოპარკში და მეც მათთან ერთად ვიცხოვრებ", - განაცხადა სააკაშვილის ბებიამ.