loader

ჩემი შვილი მეგობართან ერთად იმავე ღამეს წავიდა 2008 წლის ომში - თამაზ მეჭიაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემი შვილი მეგობართან ერთად იმავე ღამეს წავიდა 2008 წლის ომში - თამაზ მეჭიაური

მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა: მაშინაც, როცა მომწონდა ხელისყფლება და მაშინაც, როცა არ მომწონდა, -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი".

ჩემი შვილი მეგობართან ერთად 2008 წლის ომში წავიდა და კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ოჯახი გამოიყვანა. მე კი იმავე ღამეს დავურეკე ჩემს დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომელიც მაშინ გუბერნატორი იყო და ჩემი დახმარება შევთავაზე, - აღნიშნა მან.

როგორც მეჭიაურმა განმარტა, მისი განცხადება შვილების გახიზნვასთან დაკავშირებით არასწორად იყო ინტერპრეტირებული და მას მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა, რომლებიც სხვის შვილებს ავღანეთში და აფრიკაში ბრძოლისკენ წასვლისკენ მოუწოდებენ, თავად უნდა გაუშვან იქ საკუთარი შვილები.

ასევე იხილეთ: სააკაშვილს ლამის პირველი ღამის უფლება ჰქონდა - თამაზ მეჭიაური