loader

როგორ აუჩუყა გული საზოგადოებას ახალგაზრდამ, რომელიც 70 წლის ქალის საზარელ რიტუალურ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - კადრები არქივიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აუჩუყა გული საზოგადოებას ახალგაზრდამ, რომელიც 70 წლის ქალის საზარელ რიტუალურ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - კადრები არქივიდან

კადრები არქივიდან - ფრაგმენტი გადაცემიდან, რომელშიც 70 წლის ქალის საზარელ რიტუალურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბ. შ. მონაწილეობს!

"ეხლა მომიტრიალდი და ამათ რომ ებლატავები, მე მებლატავე!" - სკანდალებით ცნობილი მანჩო გიორგობიანი გია ჯაჯანიძის შოუში ბესო ჩუბინიძის ტონმა ისე გააღიზიანა, წამოუხტა. სტუდიაში "ემოებსა" და არასრულწლოვანთა სექტების შესახებ მსჯელობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი - მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

იხილეთ თემაზე ყველა ვიდეო #რიტუალური მკვლელობა