loader

გიგა ოთხოზორიას მკვლელის ვინაობა დადგენილია - რას აპირებს მთავარი პროკურატურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელის ვინაობა დადგენილია - რას აპირებს მთავარი პროკურატურა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა.
როგორც მთავარმა პროკურორმა განმარტა, ამ საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

მთავარმა პროკურმა მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.