loader

"ნაციონალურ მოძრაობას" კორცხელში ზაზა კედელაშვილის "ზონდერდაჯგუფება" ჰყავს ჩაყვანილი - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალურ მოძრაობას" კორცხელში ზაზა კედელაშვილის "ზონდერდაჯგუფება" ჰყავს ჩაყვანილი - კახა კალაძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე პროვოკაციების მოწყობას კვლავ გეგმავს. როგორც კალაძემ განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" სოფელ კორცხელში "ზაზა კედელაშვილის "ზონდერდაჯგუფება" ჰყავს ჩაყვანილი და ამის მტკიცებულებებს, მათ შორის ფოტო სურათებს ისინი მოგვიანებით წარადგენენ.

რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ მისი ადრესატი დიპლომატიური კორპუსი იყო.