loader

15 წლის გამომგონებელი, რომელმაც პულსისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა გამოიგონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წლის გამომგონებელი, რომელმაც პულსისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა გამოიგონა

დავით რიჟინაშვილი 15 წლის დამწყები გამომგონებელია, მან უკვე გამოიგონა პულსისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. მოწყობილობის მთავარი დანიშნულება მოხუცების დახმარებაა. თუ მოხუცი სახლში მარტო იმყოფება და თავს შეუძლოდ იგრძნობს, ამ მოწყობილობის საშუალებით მარტივად შეუძლია აკონტრლოს პულსი და ტემპერატურა. თუ მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, მოწყობილობა ავტომატურად აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მოხუცის ოჯახის წევრთან.

მოწყობილობა გამოცდილია და კარგად მუშაობს. ამბობს, რომ მომავალში აპარატის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

დავითმა რამდენიმე დღის წინ დეკორატიულ კუბზე მუშაობაც დაასრულა, რომელიც მის ოთახს ალამაზებს.

ავტორი: თიკო გურაშვილი