loader

შემაძრწუნებელი კადრები: როგორ არბევს პოლიცია შშმ პირების აქციას ბოლივიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები: როგორ არბევს პოლიცია შშმ პირების აქციას ბოლივიაში

ბოლივიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

" ჩვენ შორის არიან დაშავებულები, პოლიციამ ძალა გამოიყენა და ჩვენი დაშლა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ქალაქ ლა-პასის ქუჩებში გამოსული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ადაპტირებულ გარემოსა და თანასწორობას მოითხოვდნენ.