loader

Maroon 5-ის კონცერტზე მისული ფანებისთვის საწვიმარები გათავდა - "თითოს ფასი 5 ლარი იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Maroon 5-ის კონცერტზე მისული ფანებისთვის საწვიმარები გათავდა - "თითოს ფასი 5 ლარი იყო"

ბათუმი "Maroon 5"-ის კონცერტის მოლოდინშია. კონცერტის დაწყებამდე საათები რჩება და "საოცრებათა მოედანზე" ჯგუფის მსმენელი უკვე იყრის თავს. ბათუმში დღეს დილიდან წვიმს. ამერიკული ჯგუფის მოსასმენად მისული მსმენელი წვიმისგან დაცვას საწვიმარებით ცდილობს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალაქში საწვიმარების დეფიციტია.

"საწვიმარებზე ვიყავი მისული და საერთოდ აღარ იყო, დამთავრდა, აღარ ჰქონდათ და თითო საწვიმარის ფასი, როგორც მითხრეს, 5 ლარი იყო და სამწუხაროდ, რაოდენობა შეზღუდული იყო", - ჰყვება ერთ-ერთი დამსვენებელი.

ასევე იხილეთ: ფანები "Maroon 5"-ის მაისურებს "ისტერიულად" ყიდულობენ - "3 წუთია დავდეთ და უკვე 8 ცალი გაიყიდა"

"გადაჭედილი" ბათუმი Maroon 5-ის კონცერტის გამო - რა ხდება გრანდიოზული კონცერტის მოლოდინში

რითი გააოცა "Maroon 5" "ერისიონმა" და რა დააგემოვნა ამერიკულმა ჯგუფმა პირველ ღამეს ბათუმში

"Maroon 5"-ის გაწუწული ფანების რიგი ანბანის კოშკთან კონცერტის მოლოდინში