loader

"ჩვენ ვართ მოხალისეები და როცა საჭირო იქნება, ჩვენ მოვალთ ისევ" - შეუერთდით 13 და 14 ივნისს მოხალისეების მსვლელობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ვართ მოხალისეები და როცა საჭირო იქნება, ჩვენ მოვალთ ისევ" - შეუერთდით 13 და 14 ივნისს მოხალისეების მსვლელობას

მობრძანდით 13-ში ახალ გზაზე, მზიური-ზოოპარკის ტერიტორიაზე, საფეხმავლო ხიდთან და გამოხატეთ თანადგომა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ.

აიღეთ სანთელი სპეციალურ პუნქტებში, რომლებიც მოწყობილი იქნება გმირთა მოედნიდან რამიშვილის ქუჩამდე და მიიღეთ მონაწილეობა სანთლებით მდინარის გამოსახულების შექმნაში.

წვიმის შემთხვევაში, სანთლების ნაცვლად გამოიყენეთ მობილური ტელეფონების ნათება. ჩადით ფეხით გმირთა მოედნიდან ან ხილიანი-რამიშვილის შემაერთებელი ხიდიდან. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზა დაკეტილი იქნება.

გელით 21:30 საათიდან. 00:30 საათზე გამოირთვება გარე განათება და ანთებული სანთლებით გამოისახება მდინარე...

14 ივნისს კი, მზიურის პარკში, დილის ათი საათიდან საღამოს რვა საათამდე გელოდებით. გამოყევით მანიშნებლებს. ერთად შეიღებება და შეიქმნება ფერადი ბილიკი, რომელიც ერთობის სიმბოლოდ დარჩება.