loader

"თუ არ ვაშავებთ, ნუ დაგვედევნებით" - როგორ მიაგეს პატივი ბაიკერებმა ავარიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ არ ვაშავებთ, ნუ დაგვედევნებით" - როგორ მიაგეს პატივი ბაიკერებმა ავარიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდას

23 ივნისის ღამეს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "აფხაზეთსა" და რესტორან "ქართულ სახლს" შორის გზაჯვარედინზე მომხდარ ავარიას 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა. ახალგაზრდა მოტოციკლით მოძრაობდა, რა დროსაც ის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.  სუხიაშვილი დღეს დაკრძალეს. მისთვის პატივის მისაგებად ბაიკერები შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველებს მიმართეს, რომ თუ მოძრაობის წესებს არ დაარღვევენ, "ნუ დაედევნებიან".