loader

რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მგზავრები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქების შემდეგ - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მგზავრები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქების შემდეგ - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტი ოთხშაბათამდე, თბილისის დროით 18:00 სთ-მდე დაიკეტება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აეროპორტიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია. ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ასევე იხილეთ: როგორ გამორბის ხალხი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან აფეთქების შემდეგ

როგორ გადაჰყავთ დაჭრილები სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან

როგორ გამორბის ხალხი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან აფეთქების შემდეგ