loader

აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ობიექტივში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ობიექტივში

აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას სამიზნე ქვეყნების პოპულარული ტელევიზიები სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან. წლის ბოლომდე, მედიატურების ფარგლებში, აჭარას 125 ჟურნალისტი ესტუმრება. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი სამიზნე აუდიტორიას "აჭარის დღეების" ფარგლებში 5 ქვეყნის დედაქალაქშიც გააცნო. პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერიალურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს, რასაც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში სტატიებით, ბლოგებითა და ტელე-რადიო სიუჟეტებით გამოხმაურება მოჰყვა.

ავტორები: ეკა მელიქიძე; გოგა ოსეფაშვილი