loader

"სხოდკაზე" აყვანილი "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური ავტორიტეტები კიევში - სპეცოპერაციის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხოდკაზე" აყვანილი "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური ავტორიტეტები კიევში - სპეცოპერაციის კადრები

პოლიციამ კიევის ერთ-ერთ გარეუბანში "ბანდიტური შეკრების" მონაწილეები დააკავა.  ე.წ. კანონიერი ქურდები და სხვა კრიმინალური ავტორიტეტები, რომელთაგანაც 2 საქართველოს მოქალაქეა, ადგილზევე აიყვანეს. დაჯგუფებიდან სამი ე.წ. კანონიერი ქურდია ("კუწუ", "ხმელი", "ანდრეი ლვოვსკი", იგივე "ნედელია").

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ისინი არა მარტო მიმდინარე დანაშაულებრივი საქმიანობის განხილვას აპირებდნენ, არამედ სამომავლოდ გავლენის სფეროების გადანაწილებასაც გეგმავდნენ.

დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია სამი ერთეული იარაღი, ტყვია-წამალი და დიდი რაოდენობით თანხა.