loader

თიკა ფაცაციას ბიძაშვილი მოუკლეს - მომღერლის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თიკა ფაცაციას ბიძაშვილი მოუკლეს - მომღერლის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ

გასულ კვირას თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მოკლული მიხეილ ცხაკაია მომღერალ თიკა ფაცაციას ბიძაშვილია.  მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ ცხაკაიას ბრალდებულის ყოფილ მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ბექა დემეტრაძემ მას გადაჭრილი სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები შურისძიების მიზნით მიაყენა. ბრალდებული დაკავების მომენტში მიმალვას შეეცადა.

ნახეთ| ყოფილი ცოლის შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტრაგედიას თიკა ფაცაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება.
"ამ წარწერას მთელი ბავშვობა ვხედავდი ჩვენი ბებია-ბაბუის სახლში, უკანა აივანზე საკუთარი ხელით რომ ამოეჩორკნა. დავხედავდი, გავიღიმებდი და გავივლიდი. დღესაც დავხედე და ცრემლებმა დამახრჩო. მიხო, ჩემი ბიძაშვილი, საოცრად სათნო, მუდმივად მომღიმარი და კეთილშობილი ბიჭია, გამორჩეული იუმორით. ბევრი ბავშვური მოგონება ამომიტივტივდა. ერთად რომ "ვაშავებდით", ერთად რომ ვცელქობდით. გავიზარდეთ, ამ ისტორიებზე ვიცინოდით. ისე ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის მეიმედებოდა. მიხო ჩვენთან აღარაა, ეს "ვიღაცამ" გადაუწყვიტა. სიყვარულისთვის. მიხოს მაინც ბევრი სიყვარული მიჰყვება, ზღვა სიყვარული", - წერს თიკა ფაცაცია.