loader

"ხელი არ დამარტყა ბიჭო..." - ჩხუბს და გინებას აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი არ დამარტყა ბიჭო..." - ჩხუბს და გინებას აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება მოჰყვა

ხმაური იყო წუხელ გვიან ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე. ინციდენტი დაახლოებით დილის პირველ საათზე მოხდა.

ვიდეომასალაში, რომელიც თვითმხილველმა შემთხვევის ადგილზე გადაიღო, ჩანს შელაპარაკება პატრულსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რაც მოგვიანებით ხმაურსა და გინებაში გადაიზარდა. "ხელი არ დამარტყა ბიჭო..." - ისმის კადრებში მოქალაქის ხმა, რომელსაც სავარაუდოდ, აკავებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინცოდენტს ადასტურებს. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, პოლიცია გადამოწმების მიზნით აპირებდა მოქალაქის გადაყვანას ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მან სამართალდამცველებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა.

"ამის გამო მოხდა დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მოქალაქე უკვე გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე" - აცნობეს შსს-დან AMBEBI.GE-ს.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციამ დაკავების დროს მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა, შსს-ში არ ადასტურებენ.